ისრაელი ღაზას სექტორში გამწვავებული ვითარების ფონზე, 25 ათასი რეზერვისტის მობილიზაციას აცხადებს. – ინფორმაციას The Jerusalem Post ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ბრძანება ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა ბენ განცმა გასცა.
სარეზერვო მოვალეობებში ოპერატიული მიზნებისთვის, IDF-მა დაიწყო რეზერვისტების გამოძახება სამხრეთ სარდლობაში, საჰაერო თავდაცვის ქვედანაყოფებში, მთავარი ფრონტის სარდლობაში და საბრძოლო ჯარებსა და ოფიცრებში.
“ამ ოპერაციის მიზანია ისრაელის მოქალაქეებისა და ღაზას სექტორის მიმდებარედ მცხოვრები მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ არსებული საფრთხის განეიტრალება”, – თქვა ისრაელის პრემიერმა.
ღაზას სექტორში, სადაც გუშინ გვიან ღამით, ისრაელის არმიამ ისლამური ჯიჰადის საპასუხოდ, ფართომასშტაბიანი საჰაერო დარტყმები განახორციელა, ამ დროისთვის ვითარება შედარებით დასტაბილურებულია. სამხედრო ავიაციის სამიზნე ჯიჰადის იარაღის საწარმო ობიექტები, საწყობები და რაკეტის გამშვები პოზიციები გახდა. ლიკვიდირებულია ტერორისტული დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი აბუ მახმუდი.
გასულ ღამეს, რადიკალურმა მოძრაობა ისლამურმა ჯიჰადმა ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 100-მდე რაკეტა გაუშვა. მათ დიდი ნაწილის განეიტრალება ე.წ. რკინის გუმბათის მეშვეობით მოხდა. მთელი ღამის განმავლობაში განგაშის სიგნალი ისმოდა ისრაელის აღმოსავლეთ რეგიონებში.
ავტორი