ისრაელის უსაფრთხოების ძალებმა კაცობრიობის წინააღმდეგ შესაძლოა ომის დანაშაული ჩაიდინეს. აღნიშნულ ინფორმაციას Reuters გაერთიანებულ ერებზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ისრაელის უსაფრთხოების ძალებმა გასულ წელს საზღვართან 189 ადამიანი მოკლეს, 6 100-ზე მეტი კი დაჭრეს.
როგორც დამოუკიდებელი პანელი ამბობს, აქვთ საიდუმლო ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, მკვლელობებზე პასუხისმგებლები სნაიპერები და მეთაურები არიან.
“ისრაელის უსაფრთხოების ძალებმა მოკლეს ის პალესტინელი დემონსტრანტები, რომლებიც საფრთხეს არ წარმოადგენდნენ”.
ისრაელი ანგარიშს “აბსურდის თეატრს” უწოდებს.