ისრაელმა უსაფრთხოების მიზნით ეგვიპტესთან საზღვარი დაკეტა. აღნიშნულ ინფორმაციას THE INDEPENDENT ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, საზღვრის ჩაკეტვიდან ცოტა ხანში მოსახლეობა სარაკეტო თავდასხმის შესახებ გააფრთხილეს.
მაუწყებლის ინფორმაციით, სამხრეთ ისრაელში სინაიდან გამოშვებული რაკეტა სათბურს დაეცა, თუმცა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ისრაელის დაზვერვის მინისტრის განცხადებით, საზღვრის დაკეტვა შესაძლო ტერორისტული თავდასხმის რისკს უკავშირდება.
როგორც ცნობილია, ისრაელმა საზღვარი ეგვიპტეში ბზობის დღესასწაულზე ეკლესიებზე მომხდარი თავდასხმის შემდეგ დაკეტა.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენჟამენ ნეტანიაჰუმ განაცხადა, რომ მსოფლიო ტერორიზმთან საბრძოლველად უნდა გაერთიანდეს.
გავრცელებული ცნობით, გუშინ ეგვიპტეში 2 ეკლესიაზე თავდასხმა „ისლამურმა სახელმწიფომ“ განახორციელა, რის შედეგადაც 40-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.