ისრაელმა სირიის დედაქალაქ დამასკოსა და მის გარე უბნებზე სარაკეტო შეტევა განახორციელა, _ ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
მედიის ცნობით, ერთ-ერთი რაკეტა შენობას მოხვდა, სარაკეტო შეტევისას სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა, 15 კი დაშავდა.
შეტევის შედეგად დაზიანდა რამდენიმე შენობა მჭიდროდ დასახლებულ უბანში, დედაქალაქი ცენტრში, უმაიადის მოედანთან.
შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა.