ისრაელში საქართველოს მოქალაქე მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ქალაქ ხოლონში მოხდა. დაჭრილი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
როგორც ცნობილია, სამართალდამცავებმა მკვლელობაში ბრალდებული უკვე დააკავეს. დაკავებულიც საქართველოს მოქალაქეა.