ბრიტანელმა მეცნიერებმა ისტორიაში პირველად ადამიანს ხელოვნური სისხლი გადაუსხეს. ამის შესახებ ინფორმაციას კემბრიჯის უნივერსიტეტი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ლაბორატორიაში გამოყვანილი ერითროციტები ორმა ჯანმრთელმა მოხალისემ მიიღო, კლინიკური ცდების პროექტ Restore-ის ფარგლებში.
კემბრიჯის უნივერსიტეტში აცხადებენ, რომ თუ ცდის შედეგით დადასტურდება რომ ეს მეთოდი უსაფრთხო და ეფექტურია, შესაძლოა, წარმოებულმა სისხლის უჯრედებმა დროთა განმავლობაში მოახდინოს რევოლუცია სისხლის დაავადებების მქონე ადამიანების მკურნალობაში, რადგან ზოგჯერ შეწირული სისხლი საკმარისი არ არის იშვიათი სისხლის ტიპის მქონე ადამიანებისთვის.