„HBO“-ს შოუ „ველმა“ „IMDb“-ს ისტორიაში ყველაზე ცუდი ანიმაციური პროექტი გახდა, რომელიც ყველაზე დაბალრეიტინგული შოუების სამეულში შევიდა. კინოფილმების ინტერნეტ მონაცემთა ბაზა ფილმების, მსახიობების, ტელეგადაცემების, სერიალების და ვიდეო თამაშების ინფორმაციის უმსხვილესი ონლაინ ბაზაა.
მომხმარებლებს აქ სხვადასხვა პროექტის შეფასებაც შეუძლიათ. „ველმას“ რეიტინგი 10 ქულიანი სკალით მხოლოდ 1,3-ს შეადგენს. სერვისის სხვა აუტსაიდერებს შორის არის თურქული მელოდრამა „ეს ჩემი ზღაპარია“ და დოკუმენტური ფილმი ფეხბურთელ პოლ პოგბაზე. ამ პროექტების რეიტინგი „ველმას“ რეიტინგზე დაბალია, თუმცა შოუ ლეგენდარული „სკუბი -დუს“ გუნდის ერთ-ერთ წევრზე ყველა დროის ყველაზე ცუდი ანიმაციური შოუ გახდა. ამის მიუხედავად, „HBO“ სერიალის კიდევ 1 სეზონს გამოუშვებს.
„ველმას“ მოვლენები მაშინ ვითარდება, როცა მთავარი გმირი ჯერ კიდევ კოლეჯში სწავლობს და სკუბი-დუს და მის მეგობრებს ჯერ არ იცნობს.
ავტორი