იტალიამ ორ რუს ოლიგარქს ქონება ჩამოართვა – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters წყაროებზე დაყრდნობით წერს.
როგორც გამოცემა წერს, იტალიის პოლიციამ რუსული ენერგეტიკული გიგანტის, როსნეფტის ყოფილ ხელმძღვანელის, ედუარდ ხუდაინატოვს ვილა ალტაჩიარა, ასევე სასახლე პარკით პორტოფინოში და დამატებით ქონება და მანქანები ჩამოართვა.
გარდა ამისა, იტალიის პოლიციამ ქალაქ სირმოინეში რუსული კერძო საინვესტიციო ჯგუფის, ესნის თავმჯდომარის, გრიგორი ბერეზკინის 15 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების მქონე საკურორტო კომპლექსი დააყადაღა.
ცნობისთვის, ედუარდ ხუდაინატოვი რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირის სანქცირებულთა სიაში მოხვდა. მისი ქონება 57 მლნ ევროდაა შეფასებული.
Guardia di Finanza-ს განახლებული ოფიციალური სიის მიხედვით, იტალიაში რუსი ოლიგარქებისთვის ჩამორთმეული აქტივების მთლიანი ღირებულება €1.7 მილიარდზე მეტია.
ავტორი