საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის და საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთობლივი ორგანიზატორობით, იტალიაში ქართველი პატიმრებისთვის წიგნები გაიგზავნა.
“იტალიიდან იყო მიმართვა საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის, რომ წიგნების გაგზავნა მომხდარიყო. ეს წიგნები გადანაწილდება რამდენიმე ციხეში და განკუთვნილია ქართველი პატიმრებისთვის. ჩვენ, საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით, იტალიაში 100 წიგნი გავაგზავნეთ“, _ გვითხრა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის და მოძრაობა ექვილიბრიუმის წარმომადგენელმა, მარი კალანდაძემ.