იტალიაში საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულებს ქურდობა ბრალდებათ.
პოლიციის განცხადებით, მათ ბინაში მოპარული ნივთები იპოვეს. კერძოდ, ოქროს სამკაულები, ნახატები, კამერები, ასევე ნაპოვნია კარის საკეტის გასაღებად საჭირო ინსტრუმენტები, მათ შორის, ორი ინსტრუმენტი, რომელსაც შეუძლია გახსნას ნებისმიერი საკეტი.
ამოღებულია ასევე გასული წლის სექტემბერში, ოსტიაში, სახლიდან მოპარული 9×21 კალიბრის პისტოლეტი.