https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

    „იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    მოსკოვში, საველოვსკის სადგურზე აფეთქება მოხდა, არიან დაღუპულები და დაშავებულები

    ვოლოდიმირ ზელენსკი – პუტინმა მესამე მსოფლიო ომი უკვე დაიწყო და უნდა შეჩერდეს

    ირანი და აშშ მოლაპარაკებების მესამე რაუნდს გამართავენ

    ფლორიდაში, ტრამპის რეზიდენციაში შეჭრა სცადეს – ლიკვიდირებულია ახალგაზრდა მამაკაცი

    ვოლოდიმირ ზელენსკი – მოსკოვი დიპლომატიაზე მეტად თავდასხმებში ინვესტირებას აგრძელებს

    აშშ-ის მიერ წყნარ ოკეანეში ნარკოტიკების გადამზიდ ნავზე დარტყმას სამი ადამიანი ემსხვერპლა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

იტალიის პროკურატურა „მილანით“ დაინტერესდა

9:28; 28.01.2023
სპორტი
Share on FacebookShare on TwitterEmail

გუშინ, იტალიაში ერთი გამოკითხის შედეგები გახდა ცნობილი. გამოცემამ „ITALPRESS“ „სერია ა-ში“ მონაწილე კლუბების მთავარი მწვრთნელები გამოკითხა. მათ უნდა ეპასუხათ კითხვებზე: მიმდინარე სეზონში ვინ გახდება იტალიის ჩემპიონი და რომელი ფეხბურთელია პირველობის აღმოჩენა.

გამოკითხვაში მონაწილეობა 17 გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მიიღო. პროგნოზების გაკეთებისგან თავი „ლაციოს“, „მონცასა“ და „რომას“ თავკაცებმა შეიკავეს.

სეზონის აღმოჩენა მოთამაშედ რასაკვირველია ხვიჩა კვარაცხელია დაასახელეს, რომელსაც პირველობა 17-დან 10-მა მწვრთნელმა მიაკუთვნა.

მიმდინარე სეზონში ნეაპოლელებს ჩემპიონის ტიტულის მოგება 17-იდან 14-მა მწვრთნელმა უწინასწარმეტყველა.

გუშინ, ცნობილი გახდა რომ „ნაპოლიმ“ მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში შესაძლოა ხორვატიის ნაკრების ფეხბურთელი იოსიპ ბრეკალო დაიმატოს, რომელიც ამჟამად გერმანულ „ვოლფსბურგში“ ასპარეზობს. 24 წლის ნახევარმცველით „უდინეზეც“ დაინტერესებულია, მაგრამ თავად ხორვატს „ნაპოლიში“ გადასვლა სურს.  იოსიპ ბრეკალო მარცხენა გარემარბია, როგორც ხვიჩა კვარაცხელია და ნეაპოლში მას ქართველი ფეხბურთელის ალტერნატივად განიხილავენ. ლუჩანო სპალეტის სურს, რომ როდესაც ქართველი სათამაშოდ მზად არ იქნება, მისი შემცვლელი ჰყავდეს.

გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ კი ღრმა კრიზისშია და ესპანეთის სამეფო თასის მეოთხედფინალში ბილბაოს „ატლეტიკთან“ საშინაო მარცხის შემდეგ „მესტალიას“ სტადიონთან 1500-მდე გულშემატკივარი შეიკრიბა, რომლებმაც კლუბის ხელმძღვანელობის გადადგომა მოითხოვეს.

უკვე დიდი ხანია „ვალენსიას“ გულშემატკივრები გუნდის მფლობელის, პიტერ ლიმს კლუბის გაყიდვისკენ მოუწოდებენ, მაგრამ ის ჯერჯერობით, კლუბთან განშორებას არ აპირებს. ამჯერად, პრეზიდენტის გარდა, სამიზნე მთავარი მწვრთნელი ჯენარო გატუზო და ფეხბურთელებიც იყვნენ.

ისმოდა სხვადასხვა შეძახილები ლიმისა და გატუზოს მიმართ. გარდა ამისა, ფანებმა სტადიონის აივანზე მთელი გუნდის გამოსვლა მოითხოვეს, მაგრამ მათი ეს მოთხოვნაც არ შესრულებულა და ფეხბურთელები ქომაგების წინაშე არ გამოჩენილან.

„ვალენსიას“ მთავარმა მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ ესპანეთის თასზე მარცხის (1:3) შემდეგ შემდეგი კომენტარი გააკეთა.

„ბუნებრივია, რომ გულშემატკივარი გაბრაზებულია. ბოდიშს ვუხდი 45 000 ადამიანს, რომელიც სტადიონზე მოვიდა. როცა ასე ვთამაშობთ, ბოდიში უნდა მოვიხადო, როცა თასის მატჩს ასე ვთამაშობთ, პირველი პასუხისმგებელი მე ვარ. გუნდი წარმოუდგენლად შეშინებულია და ეს ძალიან რთულია. ძნელია ამ თამაშზე საუბარი, რადგან უნდა გავაანალიზოთ რა ხდება. მთელ გუნდს უნდა ვესაუბრო, მოვუსმინო მათ, გავიგო, რატომ გვეშინია და დიდი ხანია გვეშინია. დღევანდელი თამაშით, რა თქმა უნდა, ფსკერზე დავეშვით.

ჩემი მომავალი? პრიორიტეტი რინო გატუზო არაა, არ ვფიქრობ გამიშვებენ თუ არა, მთავარი მე არ ვარ, არამედ კლუბი და მისი ისტორია“, – განაცხადა ჯენარო გატუზომ.

ამასობაში, მილანის პროკურატურამ ელიოტის ფონდისგან „RedBird“-ისთვის „მილანის“ მიყიდვაზე სპეციალური გამოძიება დაიწყო. ამის საფუძველი კლუბის ყოფილი აქციონერების საჩივრები გახდა. კომპანიამ „Blue Sky“ და მისმა მფლობელმა კომპანიამ „Luxembourg Investment Company“ მილანის საქალაქო სასამართლოში კლუბის გაყიდვის დაბლოკვაზე საჩივარი შეიტანეს, მაგრამ უკანვე გატანა გადაწყვიტეს, რადგანაც კლუბის გაყიდვა აგვისტოს ბოლოს უკვე დასრულებული იყო.

„Blue Sky“-ს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კლუბის გაყიდვის პროცესი გამჭვირვალე არ იყო. ამ კომპანიამ ლუქსემბურგში კიდევ ერთი საჩივარი შეიტანა, რათა მილანის გაყიდვაზე გაფორმებული კონტრაქტი გაუქმდეს.

ამერიკულმა საინვესტიციო კომპანიამ „RedBird“ „მილანი“ 1,2 მილიარდ ევროდ იყიდა ელიოტის ფონდისგან. ელიოტის ფონდმა კი „მილანი“ იტალიის პრემიერმინისტრ სილვიო ბერლუსკონისგან შეიძინა, რომელიც კლუბს 30 წლის განმავლობაში მართავდა.

გუშინ, ახლო წარსულში ცნობილმა არგენტინელმა ფეხბურთელმა სერხიო აგუერომ ზლატან იბრაჰიმოვიჩს უპასუხა და შვედი გააკრიტიკა.

თავიდანვე აღნიშნოთ, რომ მანამდე ზლატან არგენტინელი ფეხბურთელები გააკრიტიკა და თქვა, რომ ისინი ცუდად იქცეოდნენ, რის გამოც არგენტინა მსოფლიოს ჩემპიონატს ვეღარ მოიგებს.

„თუ ცუდ საქციელზე ვსაუბრობთ. იბრა ბოლო ადამიანია, რომელსაც პირის გაღება შეუძლია. სხვებზე ლაპარაკს სჯობს, საკუთარ თავზე იფიქროს. ასეთი რაღაცეების თქმას ჯობდა, პირდაპირ ეთქვა, რომ ფინალში საფრანგეთს ქომაგობდა. სანამ არგენტინაზე იდარდებს, უკეთესია საკუთარ თავზე, ქვეყანაზე და გუნდზე იფიქროს, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატზე არც კი იყო.

მესიმ მოიგო მსოფლიოს ჩემპიონატი და ალბათ, ეს აწუხებს, მაგრამ უნდა აღიაროს, რომ მესი მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია. ზლატან, ჩვენ მსოფლიოს ჩემპიონები ვართ, ფეხბურთელებმა, რომლებიც არასწორად იქცეოდნენ, თასი ასწიეს“. – განაცხადა სერხიო  აგუერომ.

გუშინ, ამსტერდამის „აიაქსი“ უმწვრთნელოდ დარჩა. აუტსაიდერ „ვოლენდამთან“ საშინაო შეხვედრის ფრედ დასრულება კლუბის ხელმძღვანელობამ მთავარ მწვრთნელ ალფრედ შროდერს აღარ აპატია.

„მტკივნეული გადაწყვეტილებაა, მაგრამ ასევე აუცილებელი. კარგი სტარტის შემდეგ, ჩვენ დავკარგეთ ქულები. თამაში არასტაბილური იყო. ალფრედმა ვერ შეძლო სიტუაციის შეცვლა, ჩვენ მისი გვჯეროდა. მას ძლიერი შემადგენლობა ჰყავდა და ბოლო კვირებში უამრავი ქულა დაკარგა. სამწუხაროდ, პროგრესი ვერ დავინახეთ“, – ასეთია „აიაქსის“ ხელმძღვანელობის ოფიციალური განცხადება.

გიორგი გაჩეჩილაძე

ავტორი

მილანი
გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

სპორტი

„გურიას“ ტესტი: ერთ „მერანს“ მოუგო, მეორესთან წააგო, ყოფილ კაპიტანთან ფრედ ითამაშა, ფოთელი ახალგაზრდები არ დაინდო…

11:38; 24 თებერვალი, 2026
სპორტი

მესხის ფინტი

11:25; 22 თებერვალი, 2026
სპორტი

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ესპანეთი დაამარცხა

17:06; 21 თებერვალი, 2026
სპორტი

მორაგბე გოგონები გურიიდან ხორვატიასთან მატჩის მოლოდინში

12:59; 21 თებერვალი, 2026
სპორტი

ჩოხატაურელი გიორგი მეფარიშვილი საქართველოს ოცწლამდელთა ეროვნული ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში მოხვდა

12:48; 17 თებერვალი, 2026

ოლიმპიური თამაშების ისტორიიდან

შავი ქლიავი სიმსივნეს ებრძვის

ყველა სიახლე

საზოგადოება

მოსალოდნელია წვიმა და თოვლი – საქართველოში ამინდი მკვეთრად იცვლება

11:28; 25.02.2026
პოლიტიკა

დღეს ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში საქართველოს შესახებ ანგარიშს წარადგენენ

11:14; 25.02.2026
სამართალი

ტაქსის მძღოლმა არასრულწლოვანი გააუპატიურა – შსს ვიდეოკადრებს ავრცელებს

10:35; 25.02.2026
საზოგადოება

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

10:22; 25.02.2026
ზაფრანი

ყველაზე მზრუნველი ადამიანები

10:14; 25.02.2026
ზაფრანი

ყველაზე მომღიმარი და ოპტიმისტი ზოდიაქოს ნიშნები

10:12; 25.02.2026
ზაფრანი

ყველაზე მომღიმარი და ოპტიმისტი ზოდიაქოს ნიშნები

10:11; 25.02.2026
ზაფრანი

როგორ ქორწინდებიან ზოდიაქოს ნიშნები

10:09; 25.02.2026
საზოგადოება

„თეთრს არაფერში ხარჯავენ _ ასე ყველა გახსნის მარკეტს სხვის ხარჯზე და იგუგუნებს!“

10:04; 25.02.2026
სამართალი

პროკურატურამ ახალშობილის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დედას ბრალდება წარუდგინა

20:19; 24.02.2026
სამართალი

ორი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა

19:46; 24.02.2026
პოლიტიკა

ლენტეხის ყოფილი მერი გირაოთი გამოუშვეს

19:30; 24.02.2026
პოლიტიკა

ბრიტანეთის ელჩი: საქართველოს შეუძლია, თავისი წვლილი შეიტანოს უკრაინის მხარდაჭერაში

19:08; 24.02.2026
სამართალი

ტაქსი და ბავშვთა სასწრაფო დახმარების ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა

18:48; 24.02.2026
პოლიტიკა

ჰერჩინსკი: ამ ომის შედეგი ჩვენი კონტინენტის ბედს ათწლეულების განმავლობაში განსაზღვრავს

18:31; 24.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

10:12; 24.02.2026
0

“თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

11:42; 19.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო