იტალიაში მდინარე მოულოდნელად ადიდდა და ქალაქი ბარდონეკია ტალახით დაფარა. სტიქიის ზონიდან დაახლოებით 120 ადამიანს ღამის გათენება დროებით მოწყობილ თავშესაფრებში მოუწია, რადგან მათ სახლებში ტალახიანმა მასამ შეაღწია. დაღუპულების და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
მდინარის ადიდების მიზეზად მთაში მოსული ძლიერი წვიმის შედეგად ჩამოწოლილი მეწყერი სახელდება.