გურიაში ხვალიდან ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს, მაგრამ მთაგორიან ტერიტორიაზე სუსტი თოვა მაინც შესაძლებელია. ამის შესახებ “გურია ნიუსს” გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი ამინდის პროგნოზის ბიუროს ხელმძღვანელმა, დოდო გვაზავამ განუცხადა.
“მთაგორიან ტერიტორიზე სუსტი თოვაა შესაძლებელი. უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ღამის ყინვები შერბილდება. ხვალ დაახლოებით +12-13 გრადუსამდე მოიმატებს ტემპერატურა. ამ საღამოს მაინც შესაძლებელია დაბლობ რაიონებში -3, -1 დაფიქსირდეს, მაღალ მთაში ისევ ყინვა იქნება -10, -12 გრადუსი მაინც”,_ ამბობს გვაზავა