ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება რუსთავი 2-ის ეთერში გასულ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ინტერვიუს.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ინტერვიუს ვუყურე რუსთავი2-ზე. ჰოდა, არც გაურკვევლობაში დარჩენას ვაპირებ და არც თვალთმაქცობას. ამიტომ საჯაროდ ვკითხულობ:
იტყუება ენმ-ის ლიდერი?
რა მოლაპარაკებების ჩაშლაზე ლაპარაკობს?
ვინ ჩაშალა და როდის?
რა მიზეზით?
პ.ს. ნებისმიერი სხვა პარტიის ლიდერი რომ მისულიყო რუსთავი2-ზე და იგივე ეთქვა, ახლა მთელი ოპოზიციური მედია ამის გარკვევით იქნებოდა დაკავებული. ის ლიდერი კი – საჯაროდ ჯვარცმული“,_ ამბობს ჯაფარიძე.

































































