ბევრგან გვინახავს სააღდგომო სუფრაზე ბაჭიის სიმბოლო, მათი ფორმის ტკბილეული თუ დეკორი.
საინტერესოა მისი წარმოშობის ისტორია. როგორც ირკვევა, ისტორიულ წყაროებში სააღდგომო ბაჭიის გამოჩენის სხვადასხვა ვერსია არსებობს. ზოგი წყაროს მიხედვით, სააღდგომო ბაჭია პირველად გერმანელი ექიმისა და ბოტანიკოსის, გეორგ ფრანკ ფონ ფრანკენაუს 1682 წელს გაკეთებულ ჩანაწერში გამოჩნდა, სადაც ავტორმა პირველად აღწერა ელზასური ტრადიცია, რომლის მიხედვითაც, აღდგომის მახარობელი ბაჭია იყო. სხვები კურდღლებს, კვერცხის მსგავსად, სიცოცხლის განახლების სიმბოლოდ მიიჩნევენ და ამტკიცებენ, რომ ძველგერმანულ ტრადიციაში გაზაფხულის ბუნიობის დღესასწაულის სიმბოლო კურდღელი იყო, რადგან ეს ცხოველი განსაკუთრებული ნაყოფიერებით გამოირჩევა.
სავარაუდოდ, ამ ტრადიციამ შვედეთში გერმანული ტრადიციის გავლენით შეაღწია და დღემდე მეტად პოპულარულია პატარა ბავშვებში. მიუნჰენში სააღდგომო მუზეუმი არსებობს, მსოფლიოში ერთადერთი, სადაც 200-ზე მეტი სააღდგომო კურდღელია დაცული.