ლონდონის ქალთა საზოგადოებამ ცნობილ მწერალ ბერნარდ შოუს ერთხელ სთხოვა, რომ მათთვის ეჩუქებინა მისი წიგნის – “ინტელიგენტი ქალის გზამკვლევი სოციალიზმისკენ” ერთი ეგზემპლარი.
შოუმ მისწერა პასუხი:
“თქვენ მწერთ, რომ არა გაქვთ საშუალება შეიძინოთ ჩემი წიგნი. გამოცდილებიდან ვიცი, რომ ნაჩუქარ წიგნებს არ კითხულობენ. ხოლო კავშირს, რომელსაც არა აქვს ათი შილინგი, რომ ასეთი საინტერესო წიგნი შეიძინოს, ჩემი აზრით, უფლებაც არა აქვს იარსებოს და ჰყავდეს წევრები”.
ლონდონის ქალთა საზოგადოებამ შოუს ეს წერილი გაყიდა როგორც ავტოგრაფი 30 შილინგად და იყიდა სამი წიგნი.
ინგლისელმა, რომელმაც ეს წერილი იყიდა, მიჰყიდა იგი კოლექციონერს ხუთ ფუნტ სტერლინგად. ამ თანხით ბერნარდ შოუს სრული თხზულებათა კრებულის ყიდვა შეიძლებოდა.