გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი ამინდის პროგნოზის ბიუროს ხელმძღვანელი დოდო გვაზავა “გურია ნიუსთან” საუბრისას ამბობს, რომ დღეიდან 18 სექტემბრამდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 18-19 სექტემბერს კვლავ არამდგრადი ამინდი იქნება, იწვიმებს, ხოლო 20 სექტემბერს გამოიდარებს და ჰაერის ტემპერატურაც 30 გრადუსამდე მოიმატებს.
“დასავლეთ საქართველოში დღეიდან 18 სექტემბრამდე გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს. ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე გაძლიერდება აღმოსავლეთის მიმართულების ქარი.
რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, აქაც უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ზოგან შესაძლებელია ჭარბობდეს ღრუბლიანი ამინდი, შესაძლებელია ნისლი. შიდა ქართლში გაძლიერდება აღმოსავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი მომატება მოსალოდნელი არ არის. დასავლეთ საქართველოსთან შედარებით, აღმოსავლეთ საქართველოში 5 გრადუსით მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდება. 18-19 სექტემბერს კვლავ ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. 20 სექტემბრიდან კვლავ გამოიდარებს და ჰაერის ტემპერატურა +30 გრადუსამდე მოიმატებს”,_ ამბობს დოდო გვაზავა.































































