თბილისში მიმდინარეობს საქართველოს ჩემპიონატი ბერძნულ-რომაული ჭიდაობაში.
დღეს რამდენიმე წონით კატეგორიაში გამარჯვებულები ვინაობა გახდა ცნობილი.
55 კგ. წონით კატეგორიაში პირველი ადგილი გიორგი თოხაძეს ხვდა წილად (ოზურგეთი. ორც); მეორე ადგილზე გავიდა ზურა მაჭარაშვილი (ოზურგეთი), მესამეზე _ თამაზ ღლონტი (ლანჩხუთი); 63 კგ. წონით კატეგორიაში პირველობა გიორგი შოთაძემ (ლანჩხუთი. ორც) არავის დაუთმო, მე-2 ადგილზე ლევან ქავჟარაძე გავიდა (ოზურგეთი), მე-3 ადგილზე კი _ რატი ხოზრევანიძე (თბილისი); 72 კგ. კატეგორიაში პირველი ადგილის მფლობელი იური ლომაძე გახდა(ოზურგეთი), მე-2-ზე ოთარ აბულაძე გავიდა (აჭარა), მესამე ადგილი კი წილად ხვდა გიორგი ჩხიკვაძეს (სენაკი);
ამ მონაცემებით ორი ოქრის მედალი და ერთი ვერცხლის მედალი ოზურგეთელებმა მოიპოვეს, ხოლო ერთი ოქროს მედალი კი ლანჩხუთელმა სპორტსმენმა.
აღსანიშნავია, რომ ოზურგეთელმა სპორტსმენმაიური ლომაძემ სპორტში დაბრუნებისთანავე წარმატებას მიაღწია და ოქროს მედალი მოიპოვა.
[sexy_author_bio]