საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ბიშკეკის საერთაშორისო სარეიტინგო ტურნირზე 6 მედალი-2 ოქრო, 2 ვერცხლი და ბრინჯაო მოიპოვა.
ტურნირის გამარჯვებულები ლერი აბულაძე (63 კგ) და რამაზ ზოიძე (72 კგ) გახდნენ.
აღსანიშნავია, რომ რამაზ ზოიძემ ფინალში მოქმედი მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი ირანელი გერაი დაამარცხა.
ვერცხლის მედლებს იური ლომაძე (77 კგ) და გურამ ხეცურიანი დასჯერდნენ.
ბრინჯაოს მედლის მფლობელები- ოთარ აბულაძე(72 კგ) და გელა ბოლქვაძე(82 კგ) გახდნენ.
ავტორი