“კულასა” და “ბატონოს” დამფუძნებელ ივანე გოგლიძეს, რომელსაც ფალსიფიცირებული თევზის კონსერვის წარმოება-გასაღებაში ედება ბრალი, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
დაცვის მხარე 500 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ მის გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ აღნიშნული არ დააკმაყოფილა.
სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი, ფალსიფიცირებული პროდუქციის დამზადება-გასაღების ფაქტზე შპს ბატონოს ხელმძღვანელი ივანე გოგლიძე გუშინ, 20 თებერვალს დააკავეს.

































































