,,ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი საგანგებო განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ გუშინ, “შატო მუხრანში” აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს ბიძინა ივანიშვილი ჩუმად შეხვდა.
პირველი “ლეიბორისტის” მტკიცებით, საუბარი კი “მოპარული მილიარდების გადანაწილებას ეხებოდა”.
გუშინ აზერბაიჯანის პრეზიდენტის ვიზიტით ოლიგარქმა ივანიშვილმა დაასრულა დავით გარეჯის მეზობელ სახელმწიფოზე გასხვისების პროცესი, რის გამოც ის აუცილებლად აგებს პასუხს სახელმწიფო ღალატისთვის, ხოლო ,,ლეიბორისტული პარტია” უკვე საერთაშორისო არენაზე იწყებს ბრძოლას გარეჯის დასაბრუნებლად, რადგან ქვეყნის შიგნით და ორმხრივ ურთიერთობებში არარ დარჩა სხვა რესურსი.
გარდა ამისა, გუშინვე აზერბაიჯანის ხელმძღვანელთან ოლიგარქმა მოილაპარაკა გაზისა და ნავთობის ევროპაში ტრანსპორტირების შედეგად დალექილი მილიარდების გადანაწილებაზე კლანურ ოჯახებს შორის.
რაც მთავარია, ,,მუხრან შატოში” შეხვედრა მოხდა უპრეცედენტო ფორმატით, რადგან იქ წინასწარ შეპარული ბიძინა ივანიშვილი ელოდებოდა ილჰამ ალიევს. ეს ალბათ მსოფლიო დიპლომატიაში არნახული შემთხვევაა, როცა არაფორმალური მმართველი ჩუმად დაძვრება მეზობელი სახელმწიფოების ლიდერებთან შეხვედრებზე, ხოლო პრემიერად წოდებული ღარიბაშვილი უბრალოდ პრესის დასანახად გადი გამოდიოდა ამ სასახლის ეზოში.
ეს იყო მთელი ისტორია და აუცილებელია, ქართველმა ხალხმა დროზე მოიცილოს ეს ათასწლეულის ჭირი, პუტინისგან დაფინანსებული ოლიგარქი” – განაცხადა საგანგებო ბრიფინგზე შალვა ნათელაშვილმა.
ცნობისთვის, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის სამუშაო ვიზიტის არაფორმალური ნაწილი მცხეთაში, „შატო მუხრანში“ გაიმართა.
ოფიციალური ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა და ილჰამ ალიევმა მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს. მთავრობის ადმინისტაციაში აცხადებენ, რომ ერთობლივ ბრიფინგამდე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის პირისპირ შეხვედრა გაიმართა.
წყარო: newposts