“ევროპული საქართველოს” წევრი, ხათუნა გოგორიშვილი, ბიძინა ივანიშილის წერილს და მის პოლიტიკიდან წასვლას ეხმაურება.
გოგორიშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომ ყველა მისი დაპირება შესრულდა, არის საზოგადოების შეურაცხყოფა.
გოგორიშვილმა აღნიშნა, რომ ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის ქვემოქმედებად მონათვლა ნიშნავს იმას, რომ მას უნდა საზოგადოებას ყველაფერი დაანახოს ისე, როგორც თავად სურს. გოგორიშვილის თქმით, ქველმოქმედება უანგარო უნდა იყოს, ხოლო ბიძინა ივანიშვილისთვის დამახასიათებელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თვისება ანგარებაა.
„ბიძინა ივანიშვილის წერილი, დაწყებული ფორმით, რა ფორმას ირჩევს ის საზოგადოებასთან ურთიერთობისათის, დამთავრებული შინაარსით, არის ერთადერთი რამ, ეს არის უტიფარი, მატყუარა ადამიანის აზრების გამომზეურება. ის რასაც წერს ამ წერილში, რომ ყველა მისი დაპირება შესრულდა, ეს არის პირდაპირ ხალხისთვის სახეში შეფურთხება, რადგან დარწუნებულია, რომ საქართელოს მოსახლეობას არ აქვს მეხსიერება, დარწუნებულია, რომ ჩვენ ყველა ვართ აღფრთოვანებული ასი ქარხანის გუგუნით, ყველა სოფელს 5-5 მილიონი რომ ჩამოურიგეს, სოლარიუმებზე ურეკში არაფერს ვამბობ.
ამას გვეუბნება, რომ მე რაც ვთქვი, ყველაფერი გავაკეთე, გიხაროდენ. ეს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არის უტიფრობა, არის მატყუარა ადამიანის მცდელობა, რომ ისე მოაჩვენის სიტუაცია საქართველოში, რომ თითქოს ხალხი არ შიმშილობს, თითქოს არ არის სრულიად უმართავი პოლიტიკა პანდემიასთან მიმართებაში, თითქოს კრიმინალი არ ბოგინებს და ჩვენ ყველა საამურ ქვეყანაში ვცხოვრობთ.
მისი პოლიტიკაში მოსვლის ქველმოქმედებად მონათვლა ნიშნვას იმას, რომ მას ყველაფერი უნდა დაანახოს საზოგადოებას ისე, როგორც თვითონ სურს და თვითნ უყურებს ამას. კარგად ვხედავთ, რომ ის ქველმოქმედება, რასაც ერქვა წლების განმავლობაში, თუნდაც ხელოსვნების მუშაკებისათის კომპენსაციების დარიგება, ეს იყო მისი გათვლილი გეგმა და პოლიტიკაში მოსვლის პირველ ეტაპზე, კარგად დავინახეთ როგორ დადიოდნენ ეს ადამიანები სოფელ-სოფელ, კარდაკარ და ამ ვალს როგორ „იხდიდნენ“ მისი ქება-დიდებით.
ქველმოქმედება არის, როდესაც ადამიანი რაღაცას უანგაროდ აკეთებს და ანგარება არის ბიძინა ივანიშვილისთვის დამახასიათებელი ერთ-ერთი მნიშნელოვანი თვისება.“ – განაცხადა გოგორიშვილმა.