რამდენიმე დღის წინ, აშშ-ის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტის ქალიშვილმა, ივანკა ტრამპმა, სოციალურ ქსელებში უკრაინელების მხარდასაჭერი პოსტი დაწერა.
„უკრაინელო ხალხო, თქვენ ჩვენს გულებში ხართ, ჩვენს ლოცვებში ხართ და ძალადობისა და უბედურების წინაშე თქვენი გამბედაობა შთამაგონებელია.“
ცნობილი გახდა, რომ დონალდ ტრამპის ქალიშვილმა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში კიევის, ლვოვისა და სუმის მაცხოვრებლებისათვის მილიონამდე საკვები პაკეტი გააგზავნა.