ახლა ის პერიოდია, როცა განსაკუთრებული ზრუნვაა საჭირო საკუთარ ჯანმრთელობაზე. აუცილებლად, სვით ასკილის ნაყენი. C ვიტამინის შემცველობით მას ანალოგი არ აქვს. ასკილის ყოველდღიური მოხმარება უზრუნველყოფს სისხლძარღვების სიმტკიცესა და ელასტიკურობას.
კუნელი აუცილებელია მათთვის, ვისაც ახლომხედველობის პრობლემა აწუხებს. ის მდიდარია ასკორბინის მჟავით და კაროტინით. კუნელის ხმელი ნაყოფი დაფქვით, შეურიეთ თაფლი და მიირთვით. ნაყენის მოსამზადებლად კი მისი ფოთლები და ნაყოფი გამოგადგებათ. ამ პერიოდში, ასევე, საგრძნობლად იმატებს თვალისშიდა წნევა. მისი დაწევისთვის კარგია შემდეგი სამკურნალო ნაყენები:
მრავალძარღვას ნაყენი – ერთი სუფრის კოვზი ხმელი მრავალძარღვას ფოთლები მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, თავზე კარგად დაახურეთ და წყლის ორთქლზე ნახევარი საათით დადგით. შემდეგ, ოთახის ტემპერატურაზე გააცივეთ, გაწურეთ, გაფილტრეთ და ჩაასხით მინის ჭურჭელში. სვით დღეში სამჯერ, ჭამამდე ათი წუთით ადრე, თითო ჯერზე ნახევარი ჭიქა.
ასევე, ძალიან სასარგებლოა შავი მოცხარის ნორჩი კვირტების ნაყენი. ის ტრაქომისის სამკურნალოდაც გამოიყენება. რაციონში ჩართეთ მოცვი. ის განსაკუთრებით აუმჯობესებს მხედველობას სიბნელეში მუშაობის დროს. შეგიძლიათ მისი ნაყენი სურვილისამებრ მიიღოთ, დღეში რამდენჯერმე.
ავტორი