ხურმა – ღირებული პროდუქტია, იგი შეიცავს მცენარეულ ცილებს, ნახშირწყლებს (გლოკოზა და ფრუქტოზა), მცირე რაოდენობით ცხიმებს, ორგანულ მჟავებს, ვიტამინებს C, А მიკროელემენტებს (კალიუმს, კალციუმს, მაგნიუმს, ფოსფორს, რკინას, იოდს). იგი შესანიშნავი ანტიოქსიდანტია.
ეს ნაყოფი გამოიყენება სხვადასხვა დაავადებების წინააღმდეგ საბრძოლველად და მათი პრევენციის მიზნით.
მას შეუძლია განკურნოს ფილტვების სხვადასხვა სახის დაავადებები, ასევე თირკმელთან დაკავშირებული პრობლემები. აქვს შარდმდენი და მატონიზირებელი ეფექტი, რეკომენდირებულია ნერვული დარღვევების დროს, აძლიერებს მხედველობას. ხშირად აღნიშნავენ იმასაც, რომ ხურმის მოყვარულები დიდი ხანი ცოცხლობენ.
მიუხედავად იმისა, რომ ეს ხილი ძალიან ტკბილია, რეკომენდირებულია იმ ადამიანებისთვისაც, რომლებსაც ჭარბი წონა აწუხებთ.
თუ დილით ქრონიკულ დაღლილობას გრძნობთ, მაშინ უბრალოდ უნდა მიირთვათ ხურმა. იგი ზრდის გონებრივ კონცენტრაციას და შეგმატებთ ენერგიას.
ავტორი





































































