ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ექსპერტებმა ჩაატარეს გამოკვლევა 25-დან 47 წლამდე 300 მოხალისეზე.
7 დღის მანძილზე ქალები და კაცები მაგარი სასმელების ნაცვლად სვამდნენ ლუდს და აყოლებდნენ მარწყვს.
მთელი ამ ხნის განმავლობაში, ექსპერიმენტის არც ერთ მონაწილეს არ მოუმატია წონაში არც ერთი გრამით. ამასთანავე, ყოველდღიური რაციონის კალორიულობა ნორმას აღემატებოდა 30%–ით.
ცდის პირებმა აღნიშნეს, რომ საკვების ამ კომბინაციის მიღებიდან სამი-ოთხი დღის შემდეგ მათ შეუმცირდათ მოთხოვნილება ცხიმიანსა და ტკბილ საკვებზე. ჯერჯერობით, მეცნიერებს ვერ დაუდგენიათ წონის კონტროლის მარეგულირებელი ფენომენის არსი.