ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრო უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს ახალი რეკომენდაციებით კვირის ბოლოს მიმართავს.
„დღეს ოთხშაბათია, შესაბამისად, ნაადრევია იმაზე საუბარი, თუ რა იქნება შემდეგი რეკომენდაციები რეგულაციებთან მიმართებაში. ჩვენ კვირის ბოლოს კიდევ ერთხელ შევიკრიბებით ჯერ სამინისტროში, ჩამოვყალიბდებით რა იქნება შემდეგი რეკომენდაცია და ამას როგორც ყოველთვის, წერილობითი ფორმით მივაწვდით საბჭოს განხილვისთვის“, – განაცხადა მინისტრმა.