მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კორონავირუსი ჰაერით არ ვრცელდება და ინფორმაცია, რომ ახალი კორონავირუსული ინფექცია ჰაერში 8 საათის განმავლობაში ძლებს, სიმართლეს არ შეესაბამება.
„კორონავირუსი ძირითადად გადაიცემა წვეთებით, რომელსაც ინფიცირებული ადამიანი ხველის, ცემინების ან ლაპარაკის დროს გამოყოფს. მოგიწოდებთ, დაიცვათ 1 მეტრის დისტანცია ერთმანეთისგან, ზედაპირების დეზინფექცია ჩაატაროთ, დაიბანოთ ხელები და არ შეეხოთ სახეს“, – წერს ჯანმო.