ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, არ არსებობს გარანტია, რომ მეცნიერები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას შექმნიან. შექმნის შემთხვევაში ის იქნება ”მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი” კორონავირუსის წინააღმდეგ გლობალურ ბრძოლაში, მაგრამ არა პანდემიის დასასრული.
როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, მსოფლიო ლიდერებმა და საზოგადოებამ უნდა ისწავლონ ვირუსის მართვა და მუდმივი კორექტირება განახორციელონ ყოველდღიურ ცხოვრებაში. ამ შემთხვევაში კორონავირუსის გავრცელება შემცირდება.
„ჩვენ არ შეგვიძლია, უკან არ დავბრუნდეთ ისე, როგორც იყო აქამდე ვიყავით“,_ განაცხადა გებრეიესუსმა.
მისი განცხადებით, მთელი ისტორიის მანძილზე, ეპიდემია და პანდემია ცვლის ეკონომიკასა და საზოგადოებას.
”კერძოდ, Covid-19- ის პანდემიამ ახალი იმპულსი მისცა კლიმატის ცვლილებებზე რეაგირების მცდელობების დაჩქარების აუცილებლობას”, – თქვა მან.
გებრეიესუსმა აღნიშნა, რომ Covid-19- ის პანდემიამ მოგვცა საშუალება დავინახოთ ჩვენი სამყარო ისეთი, როგორიც ეს შეიძლება იყოს: სუფთა ცა და მდინარეები.”