სტომატოლოგთან ვიზიტი უნდა გადაიდოს მანამ, სანამ COVID-19 კონტროლს არ დაექვემდებარება. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გაცემულ მორიგ რეკომენდაციაში წერია.
,,პირის ღრუს შემოწმება, კბილის წმენდა და სხვა პრევენციული მკურნალობა უნდა გადაიდოს მანამ, სანამ არ მოხდება ვირუსის გადაცემის შემცირება, რადგან სტომატოლოგები პაციენტებთან სიახლოვეში მუშაობენ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. შესაბამისად, ისინი SARS-COV-2-ით დაინფიცირების ან პაციენტებისთვის ვირუსის გადადების მაღალი რისკის ქვეშ არიან“,- ნათქვამია ჯანმოს მიერ გავრცელებულ რეკომენდაციაში.
ასევე, ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ გამონაკლისი გადაუდებელ შემთხვევებში უნდა გაკეთდეს, ხოლო პერსონალი სამედიცინო პირბადეს მუდმივად უნდა ატარებდეს.