ფეხბურთში მხოლოდ დაცვაში დგომით ვერ გაიმარჯვებ, საჭიროა შეტევაც, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა დღეს ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე.განაცხადა
„როდესაც ხალხს ვთხოვთ, რომ სახლში დარჩნენ და ფიზიკური დისტანცირება დაიცვან, ეს მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ვირუსის გავრცელების შენელებას და ამით დროს ვიგებთ. თუმცა, ეს დაცვითი ზომებია. რათა გავიმარჯვოთ, გვჭირდება შეტევა. ვირუსს აგრესიული და გამიზნული ტაქტიკით უნდა შევუტიოთ. უნდა შევამოწმოთ ყველა საეჭვო შემთხვეევა, დადასტურებული შემთხვევების დროს მოვახდინოთ პაციენტების იზოლირება და ყველა შესაძლო კონტაქტი კარანტინში მოვათავსოთ“, _ განაცხადა ტედროს ადანომ გებრეისუსმა.