ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამი საშიშია და მუტაციას განაგრძობს.
„დელტას“ ვარიანტი საშიშია და განაგრძობს განვითარებასა და მუტაციას, რაც მოითხოვს მუდმივ შეფასებასა და საზოგადოების ჯანდაცვის სისტემის რეაგირების ფრთხილ კორექტირებას“, – აღნიშნა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ასევე, განაცხადა, რომ ე.წ. ინდური შტამი, სულ მცირე, 98 ქვეყანაში გამოვლინდა და სწრაფად ვრცელდება.