https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    სანჩესი ნამდვილი ფაშისტი ტოტალიტარისტია _ ილონ მასკი

    ირანში, აქციების დროს დაკავებული ერფან სოლთანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – დნიპროში ავტობუსზე თავდასხმა აშკარა დანაშაულია

    ასტრონომებმა სიცოცხლისთვის პოტენციურად ვარგისი პლანეტა აღმოაჩინეს

    ზელენსკი: სამმხრივი მოლაპარაკებები 4-5 თებერვალს აბუ-დაბიში გაიმართება

    ირანი ამერიკის შეერთებულ შტატებს აფრთხილებს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ჯანყი გურიაში

14:03; 5.03.2018
ისტორია
Share on FacebookShare on TwitterEmail

“ისტორია, ჩვეულებრივი გაგებით, ე.ი. თავგადასავალი ყველაფერს აქვს, მაგრამ საკუთარი თავგადასავალი მხოლოდ საზოგადოებას ახსოვს. თავისი წარსული ცხოვრების ცოდნის მოთხოვნილება მხოლოდ კულტურული საზოგადოების დამახასიათებელი ნიშანია. უისტორიო საზოგადოება კულტურულობას ვერ დაიჩემებს” (აკადემიკოსი ნიკო ბერძენიშვილი, ოზურგეთი, სექტემბერი, 1963 წელი). 

ლანჩხუთის რაიონს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი თავგადასავალი აქვს. გავიხსენოთ უახლესი ორი ასწლეულის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენები, არა მარტო ლანჩხუთის და გურიის ისტორიისა, არამედ საქართველოსი.
საქართველოში ყველაზე ცნობილი აჯანყება თუ რევოლუციური გამოსვლა (1841 წლის და 1905 წლის რევოლუციის დროს) გურიაში, კერძოდ კი ლანჩხუთის რაიონში დაიწყო. ამ აჯანყებებს არა მხოლოდ სოციალურ-პოლიტიკურ-რელიგიური სარჩული უძევს, არამედ გურულის საყოველთაოდ ცნობილი ხასიათიც.
ცნობილი საზოგადო მოღვაწე აპოლონ წულაძე წერდა: “ბედაური მათრახს არ დაირტყამსო” და გურულიც ბედაურობას ცდილობდა, მათრახს გაურბოდა. მათრახდარტყმულს, “გაროზგილს”, პანღურნაკრავს თვალი არ “გაეჭყვირებოდა”, თავს შეაკლავდა, თუ ამ განსაცდელს ვერ აიშორებდა… გურულის ამაყობა, გურულის სიცოცხლე, თოფის წამალივით აფეთქება, მისი “უცფათ გაკუჭება” ანეკდოტად იყო გავრცელებული… გურულს ახირებულად “ღვთის წყალობასაც” ვერ შეკადრებდნენ. ვინც გურულის ამბავი იცოდა, მისი დიდი შიში და რიდიც ჰქონდა. ტყუილად და უმიზეზოდ კი არ იტყოდნენ _ “გურიაში რა გინდოდა, თუ სიკვდილი არ გინდოდაო… “არავისთვის გასაკვირი არ იქნება, _ აგრძელებს წულაძე, რომ გურული გლეხი რაღაც თავისებურია, ორიგინალურია, მასში ჯანყის და პროტესტის სულია, ის მასზედ ძლიერის მუდამ წინააღმდეგია”.
გურიაში ცნობილი 1841 წლის აჯანყება დაიწყო ლანჩხუთის რაიონში 22 მაისს, როდესაც გადასახადთა ამკრეფნი, თანახმად ახალი კანონისა, შეუდგნენ საერობო გადასახადების მოკრებას. ამაზე სოფელ ლანჩხუთის გლეხებმა კატეგორიული უარი განუცხადეს და ისინი სოფლიდან გააძევეს. ორი დღის შემდეგ, 24 მაისს აკეთელმა გლეხებმა ენუქა, გოგია, ათან ვადაჭკორიებმა, დათა მეგრელაძემ და მარტინ ლანჩაბაძემ გაიგეს რა, რომ ლანჩხუთელმა გლეხებმა უარი განაცხადეს საერობო გადასახადებზე, თავს დაესხნენ გადასახადის ამკრეფ გოგოსი დოროძეს, კეტების ცემით დაასისხლიანეს და წაართვეს 11 მანეთი ვერცხლის ფული.
ურჩი გლეხების დასაპატიმრებლად თავადი ბარათაშვილი სხვა თავადაზნაურებთან ერთად გაემართა. როცა ისინი ზემოხსენებული გლეხების სახლებს მიუახლოვდნენ, გლეხები გაიქცნენ. ბარათაშვილის ბრძანებით, გადასახადის ანგარიშში წამოიღეს სამი ქვაბი და ორი ძროხა. სანამ ამ ნივთებს აგროვებდნენ, ვადაჭკორიების მეთაურობით 50-მდე აკეთელი ხანჯლებითა და თოფებით შეიარაღებული გლეხი შეიკრიბა. ისინი თავს დაესხნენ მომხდურებს, გააქციეს ბარათაშვილი, მისდიეს სახლამდე და ქვებით კარ-ფანჯრები ჩაულეწეს, წართმეული ნივთები კი უკან დაიბრუნეს. შეტაკების დროს ხანჯლით თავში დაჭრეს აზნაური ალექსანდრე ჯაყელი, გლეხი გაბრიელ ჩხაიძე კი ხელში დაიჭრა.
გურულებმა საერობო გადასახადზე უარის თქმა გადაწყვიტეს. “რუსმა, კილავ, უპრაგონოთ შეგვაწერა კომლზე ხუთი შაური, _ იგონებდა ამ აჯანყების (პუნტის) მონაწილე გოგია ვადაჭკორია, _ რომ გადაგვეხადა, კილავ, მეტს შეგვაწერდა, პაწეით შეგვაჩოვდა და მერე დაგვჯორგავდა. აგი ქე მიუხვდით და ვიპუნტეთ”.
ასე დაიწყო აჯანყება.
გურიის ჯანყმა ფართო ხასიათი მიიღო, მას ორგანიზებული და მასობრივი ხასიათი ჰქონდა. “ჯანყი გურიაში” სხვა ნიშნებთან ერთად მკაფიოდ თვითმპყრობელობის და რუსეთის საწინააღმდეგო ხასიათს ატარებდა და მოსახლეობის ყველა ფენის, მათ შორის, თავადაზნაურობის დიდი ნაწილის უშუალო მონაწილეობით მიმდინარეობდა. მაგრამ კაჟიანი თოფებით შეიარაღებულმა, ცუდად ორგანიზებულმა გურულების რაზმებმა რუსის რეგულარულ ჯარებს ვერ გაუძლეს, თუმცა, დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს და ზიანიც მიაყენეს.
აჯანყება სასტიკად ჩაახშეს და მას შემდეგ გლეხებზე წნეხი უფრო დამძიმდა, მაგრამ გლეხობა არ ურიგდებოდა საკუთარ ბედს და გურიის დიდი აჯანყების შემდეგ რამდენიმე მსხვილ შეიარაღებულ გამოსვლას ჰქონდა ადგილი 1862, 1881-82 წლებში.
ცხრაასიანი წლების დასაწყისში პირველი გამოსვლა, რომელიც შემდეგ რუსული მთავრობის საწინააღმდეგო შეიარაღებულ წინააღმდეგობაში გადაიზარდა, დაიწყო 1902 წლის მაისში გურიის სოფელ ნიგოითში, მემამულე მაჭუტაძეებისა და გლეხთა დიდი შეტაკების შემდეგ (გლეხებს მაჭუტაძეებთან ამ ამბებამდე 40 წლით ადრეც ჰქონდათ უთანხმოება, მაშინ 1862 წლის 10 ოქტომბერს კაზაკებსა და გლეხებს შორის ხელჩართული ბრძოლა მოხდა, რასაც გლეხთა აჯანყება მოჰყვა). გლეხები სტიქიურად აჯანყდნენ საძოვრებზე დავის გამო. ნიგოეთელ გლეხთა გამოსვლის ამბავი სწრაფად მოედო მთელ გურიას და მათ სხვა სოფლებიც შეუერთდნენ.
სამიოდე წელში გურიაში გლეხთა რევოლუციური მოძრაობა, საბოლოოდ, ე. წ. “გურიის რესპუბლიკად” ჩამოყალიბდა. ოცნება, რომელსაც რუსული ინტელიგენციის რამდენიმე თაობა გადაჰყვა, საქართველოში ასრულდა. გლეხთა ფართო მასებში რევოლუციურმა შეგნებამ გაიღვიძა და გურიამ რევოლუცია განახორციელა _ ფაქტობრივად, მოიშორა მეფის მთავრობის ზეგავლენა. მალევე გლეხთა მოძრაობის საერთო ხელმძღვანელობა საქართველოს სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ აიღო. დაარსდა “გლეხთა კომიტეტები”, რომლებიც ქმნიდნენ საკუთარ ადმინისტრაციას, სასამართლოებს, იარაღის სახელოსნოებს, სტამბებს, განაგებდნენ სასკოლო განათლებას, აწესებდნენ გადასახადებს, ფასებს და სხვა. მოკლედ რომ ვთქვათ, კომიტეტები აუქმებდნენ სოფლის ადმინისტრაციულ დაწესებულებებს და თვითონ იღებდნენ ხელში ხელისუფლების ფუნქციებს. 1904 წელს კავკასიის მეფისნაცვალი პეტერბურგში გაგზავნილ მოხსენებაში წერდა: “არ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი, რომ გურულები არიან ავანგარდი რევოლუციური მოძრაობის განვითარებისა მთელ კავკასიაში. გურულებმა 1904 წლის დასაწყისიდან მიზნად დაისახეს თავიანთი სოციალ-დემოკრატიული კლასთა თანასწორუფლებიანობის იდეების ცხოვრებაში გატარება, კაპიტალიზმის განადგურება და არსებული წესწყობილების შეცვლა დაშინების, ძალმომრეობის და ტერორის სახით”. მოხსენებაში არაფერი იყო გადაჭარბებულიო, _ სიამაყით აცხადებდა აცანაში დაბადებული ცნობილი სოციალ-დემოკრატი გრიგოლ ურატაძე, ამ მოძრაობის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი და ორგანიზატორი. საბოლოოდ, გურულმა მეამბოხეებმა ვერ შეძლეს უზარმაზარ პოლიციურ სახელმწიფოსთან მარტო გამკლავება და დამარცხდნენ.
რევოლუციურ მოძრაობაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი მთავრობისგან დევნილი ადამიანები _ ფირალები და ტერორისტები. ლანჩხუთის რაიონში უამრავი ფირალი და ტერორისტი “მოღვაწეობდა”: ასკანელი დათიკო შევარდნაძე, გვიმბრალაურელი ერასტი ჯორბენაძე, აცანელი მირიან “ტოგო” ჭანტურიშვილი, ჭანჭათელი ვალოდია გოგუაძე და სხვები.
დემოკრატიული საქართველოს ეროვნული გმირი, ვალოდია გოგუაძე სანამ სამშობლოს თავისუფლებისათვის ჯავშნოსანი მატარებლით საქართველოს მტრებს მუსრს გაავლებდა და საარაკო გმირობებს ჩაიდენდა, მარქსისტული იდეებისათვის უამრავი ადამიანი ჰყავს საიქიოს გასტუმრებული. მიხეილ ვადაჭკორიას მოგონებების მიხედვით, ჭანჭათში ვალოდია დიდი პატივისცემით სარგებლობდა. მასზე თურმე ამბობდნენ: ლადიკოის ფეხის ნაბანაი წყალი არ გადეიქცევაო. მშობლიურ სოფელში ჩაის პლანტაცია პირველს მას გაუშენებია.
საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ვალოდია გოგუაძე და მისი მეუღლე ნამეტია საფრანგეთში გაიხიზნენ. ნოე ჟორდანიას შვილი, რეჯები იხსენებდა: “გოგუაძეებმა ეს (საკუთარი მიწის ნაკვეთი) ფერმად აქციეს და ააყვავეს… (ყველაფერი გურულ ყაიდაზე ჰქონიათ მოყობილი _ ავტორები) არც ცხენი ჰყოლიათ, არც ტრაქტორი მინახავს მათ მამულში – ყველაფერს ხელით აკეთებდნენ. ვალოდია ქართული არმიის პოლკოვნიკი იყო. მრავალი ჭრილობა ჰქონდა მიღებული და ცალი ფეხი გაშეშებოდა, ართრიტი სტანჯავდა და ზოგჯერ ჭინჭრით ისუსხავდა ფეხს, ტკივილი რომ შეემსუბუქებინა… მიწის სამუშაოებს ვალოდია ასრულებდა. მას მუნჯი სევასტი…. და დროებით დაქირავებული მუშები ეხმარებოდნენ. მახსოვს, ჟოლოს დასაკრეფად სოფელში რამდენიმე ქალი დაიქირავა. დროდადრო გასძახებდა: იმღერეთ, იმღერეთო. ქალებიც სიამოვნებით ამღერდებოდნენ… ვალოდიას მუსიკის სიყვარული კი არ ამოძრავებდა, სიმღერისას მოჯამაგირეები ამ ძვირფასი ხილის ჭამით ვეღარ სკდებოდნენ!
ვალოდიას ცოლი ნამეტია სახლს, ფრინველს და პირუტყვს უვლიდა… ნამეტიას არავინ ეხმარებოდა. მას ქართული ყველი ამოჰყავდა (რომლის მსგავსი მთელ საფრანგეთში არ მოიძებნებოდა) და ქართულ კერძებს ამზადებდა _ ხაჭაპური, ფხალი, ლობიო, საცივი, ხარჩო… მის გაკეთებულ კერძებს განსაკუთრებული გემო ჰქონდა. სიმინდის ფქვილით იგი მჭადსა და ღომს ამზადებდა”…
ავტორები: ირაკლი მახარაძე, ნონა იმნაძე და ლანჩხუთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის თანამშრომლები

გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

ისტორია

ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

10:45; 14 იანვარი, 2026
ისტორია

“ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

15:02; 12 იანვარი, 2026
ისტორია

“ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

12:35; 4 იანვარი, 2026
ისტორია

გურული ისტორიები

10:27; 18 დეკემბერი, 2025
ისტორია

შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

11:36; 15 დეკემბერი, 2025

"თანამშრომლებსაც არ აქვთ ნერვები" _ რა მოხდა კარფურში

"12 ათასამდე ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან, 32%-მა ტექნიკური დათვალიერება ვერ გაიარა"

ყველა სიახლე

ზაფრანი

2026 წლის თებერვალი ზოდიაქოს 3 ნიშნის წარმომადგენლებისათვის ცხოვრების ახალ თავს გახსნის – ასტროლოგები ასახელებენ

20:05; 4.02.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:04; 4.02.2026
პოლიტიკა

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელმა დროებითმა კომისიამ საორგანიზაციო სხდომა გამართა

16:12; 4.02.2026
სამართალი

სააპელაციო სასამართლომ ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული საპატიმრო გირაო პატიმრობით შეუცვალა

15:45; 4.02.2026
საზოგადოება

იოსელიანმა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ბაჩო ახალაია, პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, გრიგოლ ლილუაშვილი, მიხეილ სააკაშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი და ლევან ხაბეიშვილი მოინახულა

15:23; 4.02.2026
პოლიტიკა

კობახიძე: არც ერთი უნივერსიტეტი არ უნდა იყოს პოლიტიზებული, ეს არის ჩვენი მიდგომა, უნივერსიტეტების პოლიტიზება იყო წინა ხელისუფლების ხელწერა

15:05; 4.02.2026
სამართალი

ჩხრეკა ვაგონ სარემონტო ქარხანაში – პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

14:37; 4.02.2026
ფინანსები

თიბისი: კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026 ნამუშევრების მიღებას იწყებს

14:07; 4.02.2026
ფინანსები

საქართველოს ბანკის YouTube პროექტ Creator-ის გამარჯვებული ვერიკო ბაზალი გახდა

13:22; 4.02.2026
საზოგადოება

სიახლე აბიტურიენტებისთვის!

12:53; 4.02.2026
ფინანსები

თიბისი: ბორჯღალოსნები 2026 წელს რაგბი ევროპის ჩემპიონატით იწყებენ, ერთად გავიმარჯვებთ – მთავარია გჯეროდეს  

12:32; 4.02.2026
საზოგადოება

ინფარქტი ოპერაციის დროს მიიღო, თუმცა პაციენტი არ მიატოვა, საოპერაციო მაგიდაზე 23 წლის ბიჭი იწვა… – ოპერაციის შემდეგ ექიმი გარდაიცვალა

11:46; 4.02.2026
პოლიტიკა

,,ვრწმუნდები, რომ დიდი შეცდომა დავუშვით ვარდების რევოლუციის შემდეგ” – სააკაშვილი

11:36; 4.02.2026
საზოგადოება

რა შემთხვევაში აეკრძალება მასწავლებელს სკოლაში მუშაობა 3 წლით

11:29; 4.02.2026
მსოფლიო

სანჩესი ნამდვილი ფაშისტი ტოტალიტარისტია _ ილონ მასკი

10:31; 4.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

10:26; 4.02.2026
0

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო