ცნობილი გახდა რომ პოპულარული მსახიობი ჯარედ ლეტო კოსმეტიკის წარმოებას იწყებს.
ლეტოს ბრენდს „Twentynine Palms“ ჰქვია და მასში 11 გენდერულად ნეიტრალური პროდუქტი შედის სახისა და სხეულის კანისა და თმების მოსავლელად. პროდუქტების ძირითადი ინგრედიენტი უდაბნოს მცენარეების ექსტრაქტებია. რამდენიმე წლის წინ ჯარედ ლეტომ მოხავეს უდაბნოში იმოგზაურო და ამ ადგილით იმდენად მოიხიბლა, რომ სწორედ ის მისთვის შთაგონების წყაროდ იქცა.
შეფუთვა გადამუშავებული პლასტიკის, შუშისა და ალუმინისგან მზადდება, ამასთან, ზოგი ფლაკონი მრავალჯერადია – მყიდველები მაღაზიაში მათ თავიდან შევსებას შეძლებენ.
მომავალში ლეტო წარმოების გაფართოებას და პარფიუმერიის ხაზის შექმნას გეგმავს.
ავტორი