ჯარისკაცებსა და ოფიცრებს ახლა უფლება აქვთ წვერი მოუშვან ბრიტანეთის არმიაში მსახურების დროს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ახლაი წესდების თანახმად, წვერი და ულვაში უნდა იყოს მოწესრიგებული, მოვლილი და რეგულარულად შემოწმდეს.
”ჩვენ მოვუსმინეთ ჩვენს ხალხს და ვიმოქმედეთ”, – თქვა არმიის სპიკერმა.