კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრიუდომ 1939 წელს ქვეყანაში ებრაელი მიგრანტების გემის არ შეშვების გამო ბოდიში მოიხადა და დასძინა, რომ ქვეყანა ებრაელების ძალადობისგან დასაცავად უფრო მეტს გააკეთებს. აღნიშნულ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, გემზე 900-ზე მეტი ებრაელი იმყოფებოდა, რომლებიც ნაცისტური გერმანიის მიერ დევნის გამო თავშესაფარს ეძებდა, თუმცა, რადგან მათ არაერთმა ქვეყანამ მიღებაზე უარი უთხრა, ევროპაში დაბრუნდნენ.
ისტორიკოსების შეფასებით, 250-ზე მეტი მგზავრი ნაცისტური გერმანიის ბანაკებში დაიღუპა.
მაუწყებლის ინფორმაციით, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც კანადის პრემიერი ქვეყნის წარსულის გამო ბოდიშს იხდის.
მან გასულ კვირას, ბრიტანეთის კოლუმბიაში ვიზიტის დროს, 150 წლის წინ, კოლონიების ხელმძღვანელების ჩამოხრჩობის გამო მოიბოდიშა.
გარდა ამისა, 2016 წელს მან ბოდიში მოიხადა 1914 წელს, იაპონური გემის არ შეშვების გამო, რომლითაც მაჰმადიანი მიგრანტები გადაადგილდებოდნენ და რომელსაც კანადამ მიღებაზე უარი საიმიგრაციო კანონის თანახმად უთხრა.