ჯენიფერ ლოპესს ბევრჯერ უთქვამს, რომ არასოდეს გაცვლის მშობლიურ ბრონქსს მდიდრულ მანჰეტენზე, მაგრამ 47 წლის მომღერალმა და მსახიობმა მაინც შეიძინა 22 მლნ.დოლარად პენტჰაუსი, ხედით მედისონ-სკვერზე.
ბინაში, რომლის ფართობიც 580 კვ.მ-ია, 4 საძინებელი ოთახია და ექვსი აბაზანა.
ვარსკვლავის ბინაში აბსოლუტურად ყველაფერია: სავარჯიშო დარბაზი, სპა-კაბინეტი, პერსონალური ლიფტი. ბინას ამშვენებს უზარმაზრი ვერანდა.
ჯენიფერ ლოპესის მეზობელია აშშ-ს ექს-პრეზიდენტის ბილ კლინტონის შვილი ჩელსი და ცნობილი მრბოლელი ჯეფ გორდონი.