ცოტა ხნის წინ უბერებელმა კინომსახიობმა ჯენიფერ ლოპესმა სოციალურ ქსელში გააზიარა თავისი მარადი ახალგაზრდობის საიდუმლო, რომელსაც სწორ კვებასა და ყოველდღიურ ვარჯიშს უკავშირებს.
იღვიძებს ადრე და ვარჯიშობს
ჯეი ლო ღამეებს არ ათენებს. ის ღამით ადრე იძინებს, რათა დილას ადრე გაიღვიძოს. მისთვის ყოველი დილა იწყება სპორტით, ეს უკვე ჩვეულებად ექცა. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჯენიფერს სპორტის ორი მასწავლებელი ჰყავს დაქირავებული. აქედან გამომდინარე, სპორტი მისი განუყრელი ნაწილია.
არ ირუჯება
ზაფხულის ცხელ დღეებს ცნობილები ზღვისპირა კურორტებზე ატარებენ, თუმცა ჯენიფერი გამონაკლისია. მას კარგად აქვს შესწავლილი მზის სხივის უარყოფითი მხარეები და მაქსიმალურად ცდილობს გარუჯვისგან თავის შორს დაჭერას.
არ სვამს ყავას
ჯენიფერი საკუთარ თავს სასტიკად უკრძალავს:კოფეინს, სიგარეტს და ალკოჰოლს. რაღაც მომენტებში მას სიგარეტიც მოუწევია და ალკოჰოლიც მიურთმევია, თუმცა ყავა მისი უპირველესი მტერია.
დღეში მინიმუმ 9-10 საათი სძინავს
ჯენიფერი დილას ადრე იღვიძებს. აქედან გამომდინარე, ის ადრეც იძინებს, ცდილობს, დღე-ღამეში 9-10 საათი მაინც ეძინოს.
ყოველდღე კავდება მედიტაციით
2015 წლიდან დღემდე, დღეში 20 წუთს მედიტაციას უთმობს.
ხშირად ისუფთავებს კანს
ვარჯიშის შემდეგ, 2 წუთის განმავლობაში სახეს წყლით იბანს. რა თქმა უნდა, მაკიაჟით არასდროს დაწოლილა დასაძინებლად.
დღეში მინიმუმ 8 ჭიქა წყალს სვამს
“ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა აუცილებელია, ამისთვის დღეში მინიმუმ 8 ჭიქა წყალი უნდა დალიოთ” – წერს ჯენიფერი ინსტაგრამის გვერდზე. მისი აზრით, ვარჯიშის წინ წყლის დალევა ენერგიას მატებს.
უპირატესობას ანიჭებს ბოსტეულით კვებას
იშვიათად ეკარება ხორცეულს და ცომეულს. მისი საყვარელი საკვების 80% თითქმის ბოსტნეულისგანაა დამზადებული. გარდა ამისა, გაზიან სასმელებსაც იშვიათად მიირთმევს!