ხობი მსოფლიო ჩემპიონს, ნუგზარ წურწუმიას გლოვობს _ ქართველმა მოჭიდავემ სიცოცხლე, სავარაუდოდ, თვითმკვლელობით დაასრულა.
მომხდარ ტრაგედიაზე ადგილობრივებს საუბარი უჭირთ: “ჯერ დედა დაკარგა, მერე _ მამა… ვერ გაუძლო, ალბათ, ოჯახის ორის წევრის ასე უცებ დაკარგვას. ყველა გვერდში ედგა… ვიწვით ამ უმშვენიერესი ოჯახის ტრაგედიით”, _ ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
შეგახსენებთ, რომ ნუგზარ წურწუმიას ცხედარი ხობში, საკუთარ სახლში, რამდენიმე საათის წინ იპოვეს.
ფოტო: ნუგზარ წურწუმია მშობლებთან ერთად.
ავტორი