24 წლის რუსთაველი ბიჭი, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაჭრეს და გუშინ კლინიკაში გარდაიცვალა, ალექსანდრე გელაზონიაა.
გაგარინის ქუჩაზე მომხდარ დაპირისპირების ზუსტ მიზეზებთან დაკავშირებით ვერავინ საუბრობს, თუმცა როგორც გარდაცვლილის და ამბობს, ბიჭს ჯერ ფიზიკურად გაუსწორდა 2 ადამიანი, შემდეგ კი ერთ-ერთი გაეკიდა და ახალგაზრდას ცივი იარაღით 3 ჭრილობა მიაყენა.
მისივე ინფორმაციით, ალექსანდრე დაოჯახებული არ იყო, თუმცა მას საცოლე ჰყავდა და უახლოეს მომავალში დაქორწინებას აპირებდა.
შეგახსენებთ, 24 წლის ბიჭი, რომელიც რამდენიმე დღის წინ რუსთავში, გაგარინის ქუჩაზე ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაჭრეს, გუშინ ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.
წყარო: ინფორუსთავი