ოზურგეთში კორონავირუსით ინფიცირების 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან აცნობეს.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, სულ დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 3345 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 3246, გარდაცვლილია 33.