ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ცნობილი მსახიობი ჯიმ ქერი სამსახიობო კარიერის დასრულებას აპირებს.
ჯიმ ქერიმ ჟურნალისტ კიტ ჰუვერთან საუბრისას აღნიშნა, რომ კარიერული საქმიანობისთვის თავის დანებება სურს.
„შეიძლება მომავალში ოდესმე გავაგრძელო ეს გზა, თუმცა, ამჯერად ვფიქრობ, რომ საკმარისი გავაკეთე. ძალიან მომწონს ჩემი ამჟამინდელი მშვიდი ცხოვრება, ამიტომ მინდა შევისვენო სამსახიობო საქმიანობისგან და სულიერადაც მშვიდად ვიყო… ვიცი, რომ ამას ხშირად ვერ გაიგებთ სელებრითებისგან, მაგრამ ვგრძნობ, რომ საკმარისი მაქვს, საკმარისი გავაკეთე და საკმარისი ვარ“.