,,რუსეთის ასეთი მიდგომა ენერგომატარებლებზე, პირველ რიგში, დაანგრევს რუსეთის ეკონომიკას და არა ჩვენსას“ – ასე გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დმიტრი მედვედევის მუქარას.
თეთრი სახლის ლიდერის თქმით, ამერიკელი ხალხი ვერ იქნება დამოკიდებული “გაზპრომზე”.
“ის რაც ითქვა გაზის ფასის მატებაზე, ამაზე ჩვენ რამდენიმე დღის წინ ვთქვით, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლას აქვს თავისი ფასი და ჩვენ ვართ მზად, გადავიხადოთ ეს ფასი და რუსეთის ასეთი მიდგომა ენერგომატარებლებზე, პირველ რიგში, დაანგრევს რუსეთის ეკონომიკას და არა ჩვენსას… საპასუხოდ, არ იქნება არავითარი ინვესტიცია რუსეთის ენერგეტიკულ სექტორში. ამერიკელი ხალხი ვერ იქნება დამოკიდებული “გაზპრომზე”. ეს არის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი” – განაცხადა ჯო ბაიდენმა
ცნობისთვის, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილიმ, დმიტრი მედვედევმა, გერმანიის მიერ გაზსადენი ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის პროექტის შეჩერებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მალე ევროპელებს ათასი კუბური მეტრი გაზისთვის 2000 ევროს გადახდა მოუწევთ.
შეგახსენებთ, რომ 21 თებერვალს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა აღიარა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა.
[sexy_author_bio]