დავიცავ კონსტიტუციას, დავიცავ ჩვენს დემოკრატიას, დავიცავ ამერიკას, – ამის შესახებ აშშ-ის ახალმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ინაუგურაციის დროს სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ასევე, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ყოველთვის იქნება გულწრფელი.
„თქვენ წინაშე ყოველთვის გულწრფელი ვიქნები. დავიცავ კონსტიტუციას, დავიცავ ჩვენს დემოკრატიას, დავიცავ ამერიკას. ვიფიქრებ არა ძალაუფლებაზე, არამედ შესაძლებლობებზე. ვიმოქმედებ არა პირადი ინტერესების, არამედ საზოგადოების კეთილდღეობის დასაცავად და ერთად ჩვენ დავწერთ ამერიკულ ისტორიას იმედის და არა შიშის, ერთიანობის და არა დაყოფის, სინათლის და არა სიბნელის შესახებ, წესიერების და ღირსების, სიყვარულისა და გაჯანსაღების, სიდიადისა და სიკეთის ამბავს,“– განაცხადა ჯო ბაიდენმა.