ისრაელს უფლება აქვს საკუთარი თავი დაიცვას, _ ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან ბენიამინ ნეთანიაჰუსთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.
„მოლოდინი მაქვს და ვიმედოვნებ, რომ ეს უფრო ადრე დასრულდება, ვიდრე გვიან. ისრაელს უფლება აქვს საკუთარი თავი დაიცვას, როდესაც მის ტერიტორიაზე ათასობით რაკეტა დაფრინავს“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
თავის მხრივ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ისრაელს უფლება აქვს საკუთარი თავი დაიცვას.
„ვესაუბრე ისრაელის პრემიერ-მინისტრს ისრაელში მიმდინარე ვითარების შესახებ, მათ შორის ღაზას სექტორიდან სარაკეტო დარტყმებზე, რომლის სამიზნეც ისრაელის მშვიდობიან მოსახლეობაა. ისრაელს უფლება აქვს საკუთარი თავი დაიცვას. პალესტინელებს უნდა შეეძლოთ უსაფრთხოდ და დაცულად ცხოვრება. ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დეესკალაცია“, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა.