აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ფიცის დადების შემდეგ, პრეზიდენტის ამპლუაში პირველად გამოვიდა სიტყვით.
ჯო ბაიდენის თქმით, მსოფლიო გახდა მომსწრე, რომ ამერიკისთვის დემოკრატია ძალიან მნიშვნელოვანია.
“ჩემო ძვირფასო ამერიკელებო, დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა – დემოკრატიის დღე, რომელიც ჩაიწერება ისტორიაში, როგორც იმედის დღე. რა თქმა უნდა, მნიშნელოვანია ვთქვათ, რომ აშშ დიდი გამოწვევის წინაშე იდგა და ახლა აღვნიშნავთ ტრიუმფს – არა კანდიდატის, არამედ მიზნის. ადამიანების ხმა გაჟღერდა, მსოფლიო გახდა მომსწრე, რომ ამერიკისთვის დემოკრატია ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ, ამასთან, ძალიან მსხვრევადია… ამერიკის მიწაზე ჩვენ მოვესწარით თავდასმას კაპიტოლიუმზე, თუმცა გავერთიანდით და გავუმკლავდით გამოწვევას. მშვიდობიანად გადმომეცა ძალაუფლება, ეს არის ამერიკული გზა, ჩვენ ძლიერები ვართ, მიზანია, ვაჩვენოთ ყველას, რომ შეგვიძლია წინსვლა. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს წინამორბედს. ვიცი, რომ ჩვენი კონსტიტუცია და ქვეყანა ძალიან ძლიერია… მე ახლა დავდე წმინდა ფიცი, მზად ვარ, ამერიკას ვემსახურო“, – თქვა ბაიდენმა ბაიდენი.
აშშ-ის 46-ე პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, ასევე მოუწოდა მათ, ვინც არჩევნებში მას მხარი არ დაუჭირა, მას შანსი მისცენ.
„ასეთი რამ აღარასოდეს მოხდება, არც დღეს, არც ხვალ და არც არასოდეს. მე ვიქნები თითოეული ამერიკელის პრეზიდენტი, მათიც, ვინც მე მხარი არ დამიჭირა.
ბევრი რამე გვაქვს გამოსასწორებელი, აღსადგენი და გასაჯანსაღებელი, ბევრი გვაქვს ასაშენებელი და მოსაპოვებელი,
თუ საზოგადოებაში არსებულ დაყოფას არ გადავლახავთ, ქაოსი გვექნება. აშშ-ის საზოგადოების დაყოფის მიზეზები ძლიერია, თუმცა ახალი არ არის. ჩვენი მისწრაფება თანასწორობა და ერთიანობა უნდა იყოს.
ეს ამერიკის დღეა. ეს დემოკრატიის დღეა. ეს ისტორიის, იმედის, განახლებისა და სიმტკიცის დღეა. დემოკრატიამ გაიმარჯვა“, – აღნიშნა ჯო ბაიდენმა.
ასევე, არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, კორონავირუსის პანდემიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კოვიდ-19 უდიდესი გამოწვევაა, რომელმაც იმაზე მეტი ამერიკელის სიცოცხლე შეიწირა, ვიდრე მეორე მსოფლიო ომმა.
“ჩემი პირველი თხოვნა პრეზიდენტის რანგში, შემდეგია – შემომერთდით და ერთად მივაგოთ პატივი, ვინც პანდემიის გამო გასულ წელს დავკარგეთ.
ჩვენი ერის ისტორიაში ძალიან ცოტა ადამიანი თუ აღმოჩენილა უფრო დიდი სირთულისა და გამოწვევის წინაშე, ვიდრე ახლა ჩვენ ვდგავართ.
პანდემიამ ბევრი სიცოცხლე შეიწირა, მილიონობით ადამიანი სამსახურის გარეშე დატოვა და ადამიანებს ტკივილი მოუტანა. ამ გამოწვევების დასაძლევად, სულის აღსადგენად და ამერიკის მომავლის უზრუნველსაყოფად, სიტყვაზე ბევრად მეტია საჭირო. ეს მოითხოვს: ერთიანობას“, – განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.