აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ფედერალურ სავაჭრო კომისიას სთხოვა, განეხილა, იწვევს თუ არა ნავთობისა და გაზის ინდუსტრიაში პოტენციურად უკანონო და ანტიკონკურენტული ქცევა მომხმარებლებისთვის უფრო მაღალ ფასებს.
abcnews ინფორმაციით, თეთრი სახლის ლიდერმა განაცხადა, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში აშშ ნავთობზე დამოკიდებულებას შეამცირებს, რადგან ქვეყანა სუფთა ენერგიაზე გადადის.
„სინამდვილეში, საწვავის საბითუმო და საცალო ფასებს შორის სხვაობა წარსულის საშუალო მაჩვენებლებს რომ შეესაბამებოდეს, ამერიკელები ახლა, სულ მცირე, 25 ცენტით ნაკლებს გადაიხდიდნენ. ამის ნაცვლად, კომპანიები სხვაობას ჯიბეში იდებენ მოგების სახით. ეს მიუღებელია“ – ამბობს აშშ-ის პრეზიდენტი
გამოცემა, ასევე აღნიშნავს, რომ მანამდე თეთრ სახლში განაცხადეს, რომ აშშ სტრატეგიული რეზერვიდან 50 მილიონი ბარელი ნავთობის გამოშვებას გეგმავს, რათა ამერიკელებისთვის საწვავზე ფასები შეამციროს.
[sexy_author_bio]