,,პრეზიდენტ პუტინს მკაფიოდ განვუცხადე, რომ მიუხედავად იმისა, რომ ესკალაციას არ ვცდილობთ, რუსეთის ქმედებებს შედეგები მოჰყვება“, _ განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კონგრესში ყოველწლიური გამოსვლის დროს.
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ამერიკის მოწინააღმდეგეები მიიჩნევენ, რომ კონგრესზე თავდასხმა იმის მტკიცებულებაა, რომ ამერიკის დემოკრატიის დღეები დათვლილია. ისინი ცდებიან.
„მე რუსეთთან დაკავშირებით, პრეზიდენტ პუტინს მკაფიოდ განვუცხადე, რომ მიუხედავად იმისა, რომ ესკალაციას არ ვცდილობთ, მათ ქმედებებს შედეგები მოჰყვება.
მე პირდაპირ და პროპორციულად ვუპასუხე ჩვენს არჩევნებში რუსეთის ჩარევას და ჩვენს მთავრობაზე კიბერ შეტევას ჩვენს მთავრობაზე და ბიზნესზე – მათ ეს ორივე გააკეთეს, მე კი ვუპასუხე. მაგრამ ჩვენ ასევე შეგვიძლია ვითანამშრომლოთ, როდესაც ეს ჩვენს საერთო ინტერესებში შედის.
შეუძლია თუ არა ჩვენს დემოკრატიას გადალახოს სიცრუე, მრისხანება, სიძულვილი და შიში, რამაც ერთმანეთისგან დაგვაშორა? ამერიკის მოწინააღმდეგეები ფსონს დებენ, რომ ამას ვერ შევძლებთ. ისინი უყურებენ ბრბოს სურათებს, რომელიც თავს დაესხა კაპიტოლიუმს და ამას იმის მტკიცებულებად განიხილავენ, რომ ამერიკული დემოკრატიის დღეები დათვლილია. ისინი ცდებიან. ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ ისინი ცდებიან“, _ განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.