,,რუსეთს პასუხს ვაგებინებთ მისი ქმედებებისთვის“ – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინის საკითხთან დაკავშირებით, თეთრ სახლში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
თეთრი სახლის ლიდერის თქმით, აშშ მზად არის, რუსეთს მკაცრი სანქციები დაუწესოს, თუ ის უკრაინაში შეიჭრება.
„აშშ და ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები მხარს დაუჭერენ უკრაინელ ხალხს. რუსეთს პასუხს ვაგებინებთ მისი ქმედებებისთვის. დასავლეთი გაერთიანებულია და მტკიცედ განწყობილია. მზად ვართ, რუსეთს მკაცრი სანქციები დავუწესოთ, თუ ის უკრაინაში შეიჭრება“, _ განაცხადა ჯო ბაიდენმა.
ჯო ბაიდენმა, ასევე აღნიშნა, რომ რუსეთს ჯერ კიდევ შეუძლია დიპლომატიური გზის არჩევა.
„თუმცა, თუ რუსეთი ამ თარიღამდე სამხედრო მოქმედებებს განახორციელებს, ცხადი გახდება, რომ მათ დიპლომატიის კარი ძლიერად მიხურეს. ომს აირჩევენ და ეს ძვირი დაუჯდებათ“, – აღნიშნა აშშ-ს პრეზიდენტმა.
[sexy_author_bio]