აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი და პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატი, ჯო ბაიდენი რუსეთსა და უცხოეთის მთავრობებს აფრთხილებს, რომ არჩევნებში ჩარევის შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი გახდება, მკაცრ ზომებს მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაციას ABC NEWS ავრცელებს.
აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატმა, გავრცელებულ განცხადებაში, კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ტრამპის ადმინისტრაცია. მან, ასევე აღნიშნა, რომ პრეზიდენტის ადმინისტაცია ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში უცხო ქვეყნების ჩარევის თავიდან ასაცილებლად, სათანადო ზომებს არ მიმართავს.
,,პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, არჩევნებში უცხო ქვეყნების ჩარევას მტრულ აქტდ განვიხილავ და ეს საგრძნობ გავლენას მოახდენს ასეთი ქვეყნების მთავრობებისა და აშშ-ის ურთიერთობებზე. მივმართავ აშშ-ს სადაზვერვო სამსახურს, დროულად გაასაჯაროვონ უცხო ქვეყნების მთავრობების მიერ ნებისმიერი ძალისხმევა, რომელიც მიმართული იქნება ადგილობრივ არჩევნებში ხელის შეშლისკენ. გამოვიყენებ ყველა საშუალებას, რომ ასეთმა ქვეყნებმა საგრძნობი და გრძელვადიანი შედეგები იგრძნონ“ ,- აცხადებს ჯო ბაიდენი.
როგორც ცნობილია, აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს ჩატარდება.































































